Quantcast
Channel: All publication of the user admin_ - Boni.Ws - Free Download
Viewing all articles
Browse latest Browse all 1238

როგორ შევარჩიოთ თაფლი

$
0
0
როგორ შევარჩიოთ თაფლი
თაფლი თავისი შემადგენლობითა და სასარგებლო თვისებებით უნიკალური პროდუქტია. მაგრამ როგორ განვასხვავოთ ხარისხიანი პროდუქტი უხარისხოსგან, ამისათვის რამოდენიმე მარტივი რჩევა უნდა გავითვალისწინოთ: ყველაზე მარტივად კარგი თაფლი შეიძლება გამოვიცნოთ შემდეგნაირად: კოვზიდან გადმოღვარეთ თაფლი ლამბაქზე. თუ ამ დროს ბორცვივით წარმოიქმნა, ე.ი. თაფლი კარგია, ხოლო თუ ბუდესავით, ე.ი. უმწიფარია. ნამდვილი თაფლი კოვზიდან გადმოდის უწყვეტი ნაკადით, ხოლო ფალსიფიცირებული წვეთწვეთობით წვეთავს.
სუფთა თაფლი, მინარევების გარეშე (შაქარი, სახამებელი, ლითონი), როგორც წესი გამჭვირვალეა, ფერის მიუხედავად. პროდუქტისთვის უჩვეულო დანამატების შემთხვევაში - შემღვრეული, და თუ კარგად დავაკვირდებით ფსკერზე ნალექიც კი შეიძლება შევნიშნოთ. მინარევების არსებობა ქიმიური გზითაც შეიძლება განვსაზღვროთ. ცოტა თაფლი გავხსნათ მცირე რაოდენობით გამოხდილ წყალში და ჩავაწვეთოთ 4-5 წვეთი იოდი. თუ ხსნარი გალურჯდა, თაფლში დამატებული ყოფილა სახამებელი.
რამოდენიმე წვეთი ძმრის ესენციით შეიძლება განვსაზღვროთ, რომ თაფლში დამატებულია კირი - ამ შემთხვევაში ხსნარი აშუშხუნდება. კრისტალიზაცია - ხარისხიანი, კარგი თაფლის უტყუარი ნიშანია. ამასთან, არანაირი ქიმიური რეაქცია არ ხდება, უბრალოდ კრისტალდება ზედმეტი შაქარი, განსაკუთრებით გლუკოზა. სხვათა შორის აკაციის თაფლი მდიდარია ფრუქტოზით (ის განსაკუთრებით
დიაბეტით დაავადებულებმა შეიძლება მიიღონ), ამიტომ დიდხანს არ კრისტალდება. მას რბილი, სასიამოვნო გემო აქვს და პრაქტიკულად უსუნოა. ფასიც შესაბამისად შედარებით მაღალია, რადგანაც სუფთა სახით მისი შეგროვება ძალიან იშვიათადაა შესაძლებელი.
როგორ შევინახოთ თაფლი სახლის პირობებში
უმჯობესია ნახევარლიტრიან მინის ქილებში. არ დატოვოთ თავახდილი, რათა არ მოხვდეს მასში ნესტი და ბაქტერიები. არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ მზეზე. თაფლისთვის საუკეთესო ადგილია მშრალი, ბნელი და ზომიერად თბილი სათავსო. არ შეინახოთ იგი ლითონის ჭურჭელში, რადგანაც შეიძლება დაიჟანგოს, რამაც შესაძლოა მოწამვლაც კი გამოიწვიოს. ასევე უსაფრთხო და პრაქტიკულია პლასტიკის ჭურჭელი, რომელშიდაც ხშირად აფასოებენ თაფლს.
ლალი ჩხიკვაძე

Viewing all articles
Browse latest Browse all 1238

Trending Articles